პესკოვი მოლაპარაკებების დაპაუზებაში ევროკავშირს ადანაშაულებენ

26 ოქტომბერი 2025, 19:30 125 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის განცხადებით, დონალდ ტრამპისადა ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს. დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინელებს არ სურთ მოლაპარაკების პროცესი, ევროპელები და ევროკავშირი კი მათ ყველანაირად ახალისებენ.

პესკოვის თქმით, ევროკავშირი ფაქტობრივად ომის ისტერიაშია და სწორედ ეს არის პაუზის მიზეზი. აღნიშნა, რომ უკრაინის მსგავსი კონფლიქტი, თავისი გამომწვევი მიზეზებით, იმდენად რთულია, რომ მისი ერთ ღამეში მოგვარება შეუძლებელია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე