ერთი დაღუპული და რამდენიმე დაშავებული - ძლიერი ქარის შედეგები ქობულეთში

29 მარტი 2023, 11:46 560 ნახვა

ქობულეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა, გუშინ საღამოს აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ხე დაეცა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.

ძლიერი ქარის შედეგად დაშავდა 6-წლის ბავშვი, რომელსაც მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებოდა, ის კატასტროფის ბრიგადამ ბათუმში დედათა და ბავშვთა ცენტრში გადმოიყვანა. ამ დროისთვის მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

საავადმყოფოში შეიყვანეს ხანდაზმული ქალი ჩაქვიდან, რომლის საცხოვრებელ სახლსაც ქარმა სახურავი გადახადა და მან ტრამვა თავის არეში მიიღო.

როგორც ქობულეთის ევექსის კლინიკის ქირურგი ამბობს, ყველა დაშავებულს პირველადი დახმარება გაეწია.  

კლინიკა ევექსის ინფორმაციით, ყველა დაშავებული უკვე გაეწერა ბინაზე.  

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში