დედათა და ბავშვთა გაძლიერების ახალი პროექტი

01 აპრილი 2023, 11:20 467 ნახვა

დედათა და ბავშვთა გაძლიერების ახალ პროექტს შეეხო საუბარი აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ შეხვედრაზე. 

საპილოტე პროექტი ორსულთა და 5 წლამდე ბავშვთა მეთვალყურეობის სტრატეგიის, ასევე ორსულებისა და ახალბედა მშობლებისთვის სპეციალური სახელმძღვანელოს მომზადებას ითვალისწინებს.  პროგრამაზე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო მუშაობენ.  

შეხვედრას უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტის წევრები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და დედათა და ბავშვთა საკითხებში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსი მრჩეველი დაესწრნენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში