განთიადში გზის მოწესრიგებას ითხოვენ

02 აპრილი 2023, 17:24 775 ნახვა

განთიადის მოსახლეობა დაზიანებული გზის მოწესრიგებას ითხოვს. ამბობენ, რომ  ასფალტი ავტობანის მშენებლობამ ორი წლის წინ ისე დააზიანა, რომ გადაადგილება გართულებულია. განსაკუთრებით რთული ვითარება გზაზე ძლიერი წვიმის დროს იქმნება, რაც პრობლემას 500-ზე მეტ ოჯახს უქმნის.

აქციის მონაწილეებს აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები შეხვდნენ და ინფორმაცია მიაწოდეს იმის შესახებ, რომ დაზიანებული გზის მოწესრიგება ავტობანის მშენებელ კომპანია „ფოლადს“ ევალება.

კომპანია "ფოლადში'' გვითხრეს, რომ სამუშაოების პროცესში გზის მოსწორებას პერიოდულად აკეთებენ, თუმცა მოასფალტებას მანამდე ვერ მოახერხებენ, ვიდრე ავტობანის მშენებლობა კონკრეტულ მონაკვეთზე არ დასრულდება. ამისთვის საჭირო სავარაუდო დრო წლის ბოლომდე დაასახელეს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში