ქობულეთში სოფელ ოჩხამურში ჩაის პლანტაციები და ეკალ-ბარდები იწვის

04 აპრილი 2023, 18:43 746 ნახვა

ამ წუთებში, ქობულეთში სოფელ ოჩხამურში, ჩაის პლანტაციებს და ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია.

მიმდინარეობს ხანძრის კერების ლოკალიზება სადაც სამაშველო-სახანძრო ჯგუფები მუშაობენ, თუმცა ხანძარის კერები საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული.

როგორც ირკვევა ხანძარი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებითაა.

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გაჩენის მიზეზი

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში