თანამშრომლობის მემორანდუმი

25 აპრილი 2023, 10:50 837 ნახვა

პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკურ გაერთიანებასა  და არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,საორსა’’-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება  ქალთა და შრომით უფლებების  დაცვის მიმართულებით  პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. 

ასევე, მხარეებმა ადამიანის  უფლებებისა და დასაქმებულთა შრომითი უფლებების შესახებ  კვლევების ჩატარება დაგეგმეს, რომლის დროსაც უნდა დადგინდეს  კერძო სექტორში შრომითი უფლებების მიმართულებით არსებული საჭიროებები, მათ შორის ანაზღაურების, დეკრეტული შვებულების საკითხი.   

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში