ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

29 აპრილი 2023, 11:59 894 ნახვა

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. გოგებაშვილის ქუჩაზე  ავტომობილი ქვეითს დაეჯახა, ამ დროისთვის დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

გუშინ გვიან ღამით მომხდარი შემთხვევის შემდეგ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ქვეითი კლინიკა  მედცენტრში გადაიყვანა.

50 წლამდე ქალი, სამედიცინო დაწესებულებაში დაახლოებით 21:00 საათზე შეიყვანეს, როგორც კლინიკაში გვითხრეს, მას აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმული დაზიანებები, ჩაუტარდა შესაბამისი კლინიკურ/ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები.

შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით  გამოძიება დაიწყო.

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში