შაჰინის სკოლა-ლიცეუმის 340 მოსწავლიდან, ჯერჯერობით სხვა სკოლებში გადასვლასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია, მხოლოდ 18-მა მოსწავლის მშობელმა გაიტანა, თუმცა აჭარის განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ საჯარო სკოლებში სწავლის გაგრძელების გადაწყვეტილება, უკვე 53-მა მათგანმა მიიღო. მშობლების უმრავლესობა, სასამართლო განხილვის მოლოდინშია. ჯერ ისევ გაურკვეველია, იმ პედაგოგების ბედი, რომლებიც სკოლაში მუშაობენ.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            