5 ადამიანი დაშავდა კიევზე საჰაერო თავდასხმის შედეგად

08 მაისი 2023, 14:03 520 ნახვა

5 ადამიანი დაშავდა კიევზე განხორციელებული საჰაერო იერიშის  შედეგად.  3 კიევის სოლომისნსკის რაიონში აფეთქების,  ორი კი  სვიატოშინის რაიონში დრონის ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად.  ორივე რაიონი უკრაინის დედაქალაქის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ინფორმაციას კიევის მერი ვიტალი კლიჩკო ტელეგრამ-არხით ავრცელებს.  კლიჩკოს თქმით, დრონის ნამსხვრევები სვიატოშინის რაიონში ორსართულიან სახლს დაეცა. 

კიევში რამდენიმე აფეთქება მოხდა, ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით,  დარტყმები საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს. აფეთქება მოხდა ოდესაში სარაკეტო თავდასხმის შედეგად. უკრაინული

მედია აფეთქებების შესახებ  წერს ხერსონის ოლქშიც.  რუსულმა ძალებმა  სუმის ოლქში 8 დასახლებული პუნქტიც დაბომბეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში