78 წელი ფაშიზმზე გამარჯვებიდან | ქობულეთი

09 მაისი 2023, 14:45 413 ნახვა

ყვავილებით შეამკეს ქობულეთში მე-2 მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან, მე-2 მსოფლიო ომში 6 000 მოქალაქე გაიწვიეს, მათგან ფრონტის ხაზზე 1 418 ადამიანი დაიღუპა და უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

მემორიალთან ასევე არის ძმათა სასაფლაო მოწყობილი, სადაც დიდი სამამულო ომის დროს განსაკუთრებულად მძიმედ დაჭრილი, დაშავებული 49 ადამიანია დაკრძალული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში