ლოტბარი თემურ დოლიძე დაჯილდოვდა

13 მაისი 2023, 15:09 598 ნახვა

ხელოვნების სფეროში გამოჩენილი მოღვაწეობისთვის ტბელ აბუსერისძის მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა ანსამბლ ბათუმის სამხატვრო ხელმძღვანელი თემურ დოლიძე.

თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ერთად ანსამბლ ბათუმის ხელმძღვანელს რესპუბლიკური ჯილდო გადასცა.

აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“ 1991 წელს დაარსდა. ანსამბლმა დიდი წვლილი შეიტანა ქართული ხალხური, ქალაქური და კლასიკური ხელოვნების პოპულარიზაციაში, აჭარაში სასიმღერო შემოქმედების განვითარების საქმეში.

ანსამბლმა არსებობის მანძილზე მოიპოვა აღიარება როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში