სტუდენტებს დასაქმების პროგრამა გააცნეს

25 მაისი 2023, 19:52 1091 ნახვა

აჭარაში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს,პროფესიული უნარების  განსავითარებლად და გამოცდილების შესაძენად შესაძლებლობა აქვთ „სტუდენტთა დასაქმების  ხელშეწყობის“ პროგრამით ისარგებლონ. სპეციალურად  შემუშავებული მოკლევადიანი სასწავლო   მოდული თეორიულ და პრაქტიკულ კურსს მოიცავს,ასევე შესაძლებელია უცხო ენის ცოდნის ამაღლება არჩეული პროფესიისთვის საჭირო ტერმინოლოგიით. პროგრამაში ჩართულები  სამოტივაციო წერილის,რეზიუმეს შედგენისა და გასაუბრებისთვის საჭირო ინფორმაციასაც მიიღებენ. დაინტერესებულმა სტუდენტებმა გასაუბრება აჭარის დასაქმების სააგენტოში უნდა გაიარონ, შერჩეული აპლიკანტები პროფესიის შესაბამისად სტაჟირებას სხვადასხვა კომპანიასა და ორგანიზაციაში  გაივლიან.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში