დღევანდელი დღე არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების, ამ დღის გარშემო განსაკუთრებით ერთიანი უნდა ვიყოთ - ჯუანშერ ბურჭულაძე

26 მაისი 2023, 11:10 430 ნახვა

მინდა ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიების დაწყებამდე განუცხადა.

მან ახალწვეულებსა და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე როგორც აწმყოში, ასევე მომავალაში. რა თქმა უნდა, მინდა, მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მინდა, ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ მინდა, ახალ თაობას შთავაგონოთ: ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ იდენტობა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთავარი გამოწვევა – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში