FIABCI-ის უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა თორნიკე რიჟვაძე დააჯილდოვა

08 ივნისი 2023, 11:48 468 ნახვა

ინფრასტრუქტურისა და უძრავი ქონების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის თორნიკე რიჟვაძე უძრავი ქონების მსოფლიო კონგრესმა დააჯილდოვა. კონგრესის ფარგლებში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას აჭარის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობები გააცნო.

მაიამი უძრავი ქონების 73-ე მსოფლიო კონგრესს და მსოფლიო დაჯილდოვებას 5-9 ივნისს მასპინძლობს, სადაც ბათუმის სტადიონი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის საერთაშორისო ჯილდოზეა წარდგენილი. 

გამარჯვებული  პროექტები დღეს გალა დაჯილდოებაზე გახდება ცნობილი.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში