საქართველომ შესაძლოა ზამთრის სპორტის რომელიმე სახეობაში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლოს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შვეიცარიაში უმნიშვნელოვანესი შეხვედრები გაიმართა ზამთრის სპორტის სახეობების ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, ასევე შვეიცარიის და ავსტრიის სათხილამურო ფედერაციების პრეზიდენტებთან.
 
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                             
                         
                             
                            