ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრმა თეატრალური სეზონი დაასრულა

31 ივლისი 2023, 11:01 732 ნახვა

ბათუმის მოზარდ-მაყურებელთა და თოჯინების თეატრმა სეზონი დახურა ელენე მაცხონაშვილის სპექტაკლით „წერილი ჯერალდინას“. წარმოდგენის შემდეგ საგამოფენო დარბაზში გარდაცვლილ მხატვარ კობა ხოფერიას ესკიზური ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. იგი წლების განმავლობაში თეატრის მთავარი მხატვარი იყო.

ამის გარდა, თეატრის რამდენიმე თანამშრომელს სიგელები გადასცეს. თოჯინების თეატრი სექტემბრიდან განაახლებს მუშაობს.  

შემოდგომაზე  კი საფრანგეთში გასტროლი და პირველი საერთაშორისო ფესტივალისთვის მასპინძლობაა დაგეგმილი.  

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში