შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-15 დღეა გრძელდება

17 აგვისტო 2023, 10:00 518 ნახვა

შოვში, სტიქიური უბედურების ზონაში სამძებრო სამუშაოები მე-15 დღეა გრძელდება. სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში.

სამძებრო სამუშაოებში ჩართულია როგორც ცოცხალი ძალა, ასევე, მძიმე ტექნიკა და მცურავი საშუალებები.

ტერიტორიაზე დღეიდან, სამძებრო სამუშაოების ჩატარების მიზნით, მდინარის კალაპოტში მძიმე ტექნიკის შეყვანა დაიწყება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, აქამდე მაშველებსა და სპეცტექნიკას ამის საშუალება ნიადაგის გამო არ მიეცა.

ბოლო მონაცემებით, 3 აგვისტოს შოვში მომხდარმა სტიქიამ 26 ადამიანი იმსხვერპლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში