საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს განახლდება

14 სექტემბერი 2023, 14:33 860 ნახვა

ბავშვთა ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათს დაიწყება. ბათუმში ამ ეტაპზე 8 ათასი აღსაზრდელია რეგისტრირებული. წელს სამი ახალი ბაღი გაიხსნა, თუმცა ათასამდე ბავშვი მაინც რიგში დგას.

როგორც ბათუმის ბავშვთა ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, მომავალ წელს კიდევ სამი ახალი ბაღი დაემატებათ და იმედოვნებენ, რომ პრობლემა მოიხსნება.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში