სარაგბო კლუბმა "ბათუმმა" შინ თბილისის "ხვამლი" დაამარცხა

15 სექტემბერი 2023, 17:12 700 ნახვა

საქართველოს რაგბი დიდი 10-ის მეორე ტურში "ბათუმმა" თბილისის "ხვამლი" მიიღო და 27-23 დაამარცხა. ბათუმელების მხრიდან ლელოები თაგაურმა და წიკლაურმა დადეს. ორი გარდასახვა და ერთი ჯარიმა ჯაბნიძის ანგარიშზეა, ხოლო ერთი ჯარიმა ნინიძემ შეასრულა.

ორი ტურის შემდეგ სარაგბო კლუბი "ბათუმი" 9 ქულით გათამაშების ლიდერია. მომდევნო ტურში "ბათუმი" 22 სექტემბერს გასვლაზე "ყაზბეგს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში