კულტურული და საერთაშორისო ტურიზმის სკოლა ბსუ-ში

25 სექტემბერი 2023, 11:15 528 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშემოდგომო სკოლა „კულტურული და საერთაშორისო ტურიზმი - მშვიდობის სასიცოცხლო ძალა“ გაიხსნა. საშემოდგომო სკოლაში 36 ქართველი და უცხოელი პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი მონაწილეობს.

საშემოდგომო სკოლა მოიცავს თეორიულ-პრაქტიკულ სწავლებასა და აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობას.

საშემოდგომო სკოლის მიზანია სამხრეთ კავკასიის, მოლდოვისა და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების აკადემიური კავშირების გაღრმავება-წახალისება.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში