“დინამო” ბათუმმა გასვლაზე “ტორპედო” დიდი ანგარიშით დაამარცხა

28 სექტემბერი 2023, 22:02 676 ნახვა

საქართველოს ეროვნული ლიგის 27-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმმა გასვლაზე ქუთაისში ''ტორპედო'' მარტივად 0-3 დაამარცხა.

ანგარიში სწრაფად ღუდუშაურმა გახსნა, თუმცა VAR-მა გოლი გააუქმა.

56-ე წუთზე გიორგი ზარიამ ბურთი მის საჯარიმოსთან მიიღო და მეტოქის კარისკენ სწრაფად დაიძრა და შესანიშნავი გოლი გაიტანა.

მალევე 3 წუთში ღუდუშაურის გადაცემით ჯოვინომ სხვაობა გაზარდა.

81-ე წუთზე კი ღუდუშაურმა თავად გაიტანა და საბოლოო ანგარიში 0-3 დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი ''დინამო'' 59 ქულას აგროვებს და სატურნირო ცხრილში ლიდერობას იმტკიცებს.

მომდევნო ტურში ბათუმელები 2 ოქტომბერს გასვლაზე ''შუქურას'' ეთამაშებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში