რეგიონული ურბანული ფორუმი ბათუმში

04 ოქტომბერი 2023, 11:50 485 ნახვა

ბათუმი რეგიონულ ურბანულ ფორუმს მასპინძლობს. ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ორგანიზებულ შეხვედრას საქართველოსა და სხვა რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის უკრაინისა და მოლდოვას მერები ესწრებიან. ისინი ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, როგორ განავითარონ ეკონომიკურად და ეკოლოგიურად მდგრადი ქალაქები. 

ფორუმის მონაწილეების შეფასებით ურბანულად განვითარებადი ქალაქები, არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. შესაბამისად, ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მსგავსი შეხვედრები ქალაქის ხელმძღვანელ პირებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება.

რეგიონული ურბანული განვითარების ფორუმს 200-მდე დელეგატი ესწრება. იქნება მოხსენებები და ასევე სამუშაო შეხვედრები რამდენიმე თემაზე.

ფორუმი ოფიციალურად ხვალ დაიხურება. მას ესწრებიან, როგორც სხვადასხვა ქალაქის მერები, ასევე გაეროს გავითარების პროგრამის ხელმძღვანელი რეგიონში და ევროკავშირის ელჩის მოადგილე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში