მასწავლებელთა საერთაშორისო დღე

05 ოქტომბერი 2023, 20:03 924 ნახვა

მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსთან ერთად, სოფელ ზესოფელში მცხოვრები ესმა ბერიძე მოინახულა. 

ესმა ბერიძე 98 წლისაა და ამჟამად პენსიაშია. ღვაწლმოსილ პედაგოგს სკოლასა და ბაღში მუშაობის 54 წლიანი გამოცდილება აქვს.

პედაგოგი ქედის ხანდაზმულთა კლუბის თავმჯდომარემ და  წევრებმაც მოინახულეს და მასწავლებელთა დღე მიულოცეს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში