პნევმატური იარაღიდან შემთხვევითი გასროლის შედეგად კახეთში 9 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა

09 ოქტომბერი 2023, 16:16 736 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით 9 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ ვაზისუბანში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და თანატოლს მოხვდა.

მიღებული დაზიანებით სკოლის მოსწავლე ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში