ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები

12 ოქტომბერი 2023, 20:05 759 ნახვა

თერმული ნისლის ტექნოლოგიით ფაროსანას ისევ ებრძვიან აჭარაში.  მავნებლის საწინააღმდეგო, შეწამვლითი ღონისძიებები დღეს  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო. 50-ი სპეციალური მანქანის მობილიზება მოხდა მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ, საიდანაც სპეცტექნიკა  უკვე 64 სოფელში გადანაწილდა. 

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიების დაწამლვა სპეციალისტების ინფორმაციით წელიწადში რამდენჯერმე ხდება. ფაროსანას რეგიონში უკვე წლებია ებრძვიან, იგი დიდ ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურას, ხელვაჩაური კი ერთ-ერთი წამყვანია ციტრუსისა და თხილის წარმოებით. 

მავნებელთა ბრძოლის საწინააღმდეგოდ დაგეგმილ  ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ  აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ხელვაჩაურის მერი. ფაროსანასთან ბრძოლა აჭარაში სურსათის ეროვნული სააგენტოსა და რეგიონის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით მიმდინარეობს. შეწამვლითი ღონისძიებები ხვალიდან მაღალმთიან აჭარაში დაიწყება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში