სახალხო დამცველი პარლამენტში ანგარიშს წარადგენს

20 ოქტომბერი 2023, 14:41 476 ნახვა

დღესვე პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა. ანგარიში წინა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოამზადდა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა. საანგარიშო პერიოდში - 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატში 5 ათას 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა.

სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა. როგორც ლევან იოსელიანმა ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება.

ქვეყანაში არსებული ერთ-ერთ ყველაზე მთავარი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე. 

კვლავაც არსებობს გენდერული ნიშნით ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. პრობლემატურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში