არგენტინაში საყოველთაო არჩევნების მეორე ტური დაინიშნა

23 ოქტომბერი 2023, 10:05 534 ნახვა

არგენტინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა.  პრეზიდენტობის კანდიდატები არიან ლიბერტარიანელი ხავიერ მილეი, უშიშროების ყოფილი მინისტრი პატრისია ბულრიხი, კანდიდატი მემარჯვენე ცენტრის კოალიციიდან და ეკონომიკის მოქმედი მინისტრი სერხიო მასა.

არგენტინის ამჟამინდელი პრეზიდენტი ალბერტო ფერნანდესი არჩევნებში არ მონაწილეობს. პრეზიდენტთან ერთად, მოქალაქეები ასევე ირჩევენ ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული კონგრესის წევრებს, პროვინციების გუბერნატორებს, კონკრეტულად ქვედა პალატის 130 წარმომადგენელს და 24 ეროვნულ სენატორს.

ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია ბოლო 100 წლის განმავლობაში - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა ხავიერ მილეიმ, რომელიც წინასწარი მონაცემებით, ხმების რაოდენობით მეორე ადგილზე გავიდა. პირველ ადგილზე  ეკონომიკის მოქმედი მინისტრი  სერხიო მასაა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 16 ნოემბერს გაიმართება. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში