აფეთქებები ღაზის სექტორის საავადმყოფოსთან 

23 ოქტომბერი 2023, 10:45 374 ნახვა

პალესტინის  წითელი ნახევარმთვარის საზოგადოება ღაზის ალ-ქუდსის საავადმყოფოში  წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის დროს  ისრაელის საჰაერო დარტყმების ამსახველ  ვიდეოკადრებს ავრცელებს. 

ტვიტერზე გამოქვეყნებულ კადრებზე  ორი აფეთქების ხმა ისმის,  ადამიანები გარბიან და სხვებსაც მოუწოდებენ თავშესაფრებში გადასვლისკენ

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახური 7 ოქტომბერს ჰამასის თავდასხმების შემდეგ დაწყებული ორკვირიანი საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპული პალესტინელების მონაცემებს აქვეყნებს. დაღუპულთა რიცხვი 4 ათას 600-ს აღწევს. 

პალესტინის პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა შექმნას ერთიანი ფრონტი ღაზაში ისრაელის საჰაერო დარტყმების  შესაჩერებლად და ხელი შეუწყოს სასიცოცხლო მნიშვნელობის  დახმარების მიწოდებას, რომლის შეტანაც   ღაზის სექტორში  მხოლოდ ახლა დაიწყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში