გერმანიის კანცლერის განცხადება

23 ოქტომბერი 2023, 15:02 474 ნახვა

მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერი განცხადებას აკეთებს. ჩვენ საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნებს მივაკუთვნებთ. ორივე მათგანს ევროკავშირის წევრობა სურს. ამიტომაც მიზანშეწონილი არ არის ვივარაუდოთ, რომ ამ ქვეყნებში სისტემური შევიწროება ხდება, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.  

კითხვაზე, უნდა აქცევდეს თუ არა გერმანია მეტ ყურადღებას იმას, ვინ შედის ქვეყანაში და ვის აძლევენ დარჩენის უფლებას, გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ ისინი, უკვე დიდი ხანია ამას აკეთებენ, თუმცა ახლა უფრო ზუსტ დიფერენცირებას განახორციელებენ. 

რაც შეეხება ამ რიცხვის შემცირებას, კანცლერმა აღნიშნა, რომ გერმანია აძლიერებს ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა ნაკლებმა არალეგალმა შეძლოს ევროპაში შესვლა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში