ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 5000-ს აჭარბებს

24 ოქტომბერი 2023, 10:08 574 ნახვა

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობა  5000-ს აჭარბებს - ინფორმაციას პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე დამიანი ნანგრევებში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ისრაელის მხარეს კონფლიქტის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 1400-ს აჭარბებს. 

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელმა წუხელ „ჰამასის“ 400-მდე სამიზნეს დაარტყა. ასევე აცხადებენ, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე, მათ შორის სამხედრო პოსტსა და საგუშაგო კოშკზე, საპასუხო დარტყმები განახორციელეს.

გაერო-ს ცნობით, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით კიდევ 20 სატვირთო შევიდა. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვების, მედიკამენტებისა და წყლის მიწოდებაში გაეროსა და ორგანიზაცია „წითელი ნახევარმთვარის“ წარმომადგენლებს მოხალისეებიც ეხმარებიან.

სექტორის სამხრეთ ნაწილში დევნილებს, რომლებიც სკოლებში არიან განაწილებული, ცხელ საკვებს ურიგებენ. ჰუმანიტარული დახმარება, ისრაელის გადაწყვეტილებით, სწორედ ღაზის სექტორის სამხრეთში ნაწილდება.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში