ისრაელის არმია მზად არის სახმელეთო ბრძოლის დასაწყებად - ჰაგარი

24 ოქტომბერი 2023, 14:05 482 ნახვა

ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა  განაცხადა, რომ არმია მზად არის ომის შემდეგი ეტაპისთვის და მხოლოდ პოლიტიკურ  გადაწყვეტილებას ელოდება.

ჰაგარის თქმით, ისრაელმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის გამოცდილებიდან ისწავლა, თუმცა  ომი მის საზღვრებზეა და არა ისრაელიდან ათასობით მილის დაშორებით.

ისრაელის არმია კვირების განმავლობაში ბრძოლის დაწყებას ელოდება-აცხადებს ჰაგარი და აღნიშნავს, რომ ღაზიდან მძევლების გათავისუფლების მოლაპარაკებებში, რომელიც ისრაელისთვის მთავარი პრიორიტეტია,  მთავარ როლს ეგვიპტე თამაშობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში