ენმ-ის კანონპროექტი უმაღლეს საბჭოში

25 ოქტომბერი 2023, 14:58 431 ნახვა

საბიუჯეტო პროცესების გამჭვირვალობა და მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა - ამ ცვლილებების შესახებ ‘’ნაციონალურმა მოძრაობამ’’ კანონპროექტი მოამზადა, რომელსაც უმაღლეს საბჭოში არეგისტრირებს და მოსახლეობასთან განხილვებს იწყებს.

ბრიფინგზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახლა რეგიონის ბიუჯეტი მოსახლეობის ჩართულობის გარეშე კაბინეტებში იგეგმება, თანაც არ არის ასახული რეგიონის მთავარი გამოწვევები.

ცვლილებების მიხედვით კი პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და მათი საჭიროების გათვალისწინება იქნება აუცილებელი. ასევე ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ცვლილებები აზღვევს კორუფციული მეთოდებით შტატგარეშე თანამშრომლების ფიქტიური დასაქმებების პრაქტიკას.

იმისთვის, რომ რეგისტრაციისა და განხილვების შემდეგ ინიციატივა კანონად იქცეს, უმაღლეს საბჭოში 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. ოპოზიციის ინიციატივას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გამოეხმაურა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში