პოლიტიკური განცხადებები

31 ოქტომბერი 2023, 14:42 398 ნახვა

ბანძი და ფარჩაკები – ეს ტერმინები ისმოდა დღეს საქართველოს პარლამენტში. ამ სიტყვებით ქართული ოცნების დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ანა წითლიძე და ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ მოიხსენია. იაგო ხვიჩიამ დღეს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება მიხეილ სააკაშვილთან დეპუტატებისთვის შესვლის უფლების შეზღუდვის გამო და ეს წინასაარჩევნო პოლიტიკური პროცესების ხელშეშლად შეაფასა, ტრიბუნიდან კი მიხეილ სააკაშვილს მიმართა. პარლამენტის თავმჯდომარემ კი იაგო ხვიჩია ნაციონალური მოძრაობის თამაშში დაადანაშაულა.  დღეს დეპუტატებმა  ქვეყნის საგარეო კურსზე, ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს. განცხადებები გაკეთდა ჩინეთში გამართულ ფორუმზე, რომელსაც ვლადიმერ პუტინთან ერთად საქართველოს ვიცეპრემიერი ესწრებოდა.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში