გიორგი გოგიბერიძეს ემშვიდობება

31 ოქტომბერი 2023, 14:46 900 ნახვა

ბათუმელ რეჟისორს, ტელეწამყვანს, ფოტოგრაფს და „ბიაფის“ ხელმძღვანელ გიორგი  გოგიბერიძეს დღეს დაკრძალავენ.რამდენიმე წუთის წინ საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.ის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, გადაცემა "თეთრი კვადრატის" ავტორი და წამყვანი იყო. გოგიბერიძე 2006 წლიდან  "ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა.  

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში