გიორგი გოგიბერიძეს დღეს დაკრძალეს

31 ოქტომბერი 2023, 17:50 943 ნახვა

ბათუმელი რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოგრაფი  და „ბიაფის“ ხელმძღვანელი გიორგი  გოგიბერიძე დღეს დაკრძალეს. ის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის, გადაცემა "თეთრი კვადრატის" ავტორი და წამყვანი იყო. გოგიბერიძე 2006 წლიდან  "ხელოვანთა სახლი არგანის“ დირექტორი იყო. ამ ორგანიზაციას უკავშირდება ბათუმში არაერთი სახელოვნებო და კულტურული პროექტის განხორციელება, მათ შორის – „ბიაფის“, საერთაშორისო კინოფესტივალის, რომელიც წლებია ბათუმის ერთ-ერთი მთავარი კულტურული ღონისძიებაა. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში