ბათუმში გორგილაძის ქუჩაზე ავარია მოხდა - არის დაშავებული

31 ოქტომბერი 2023, 21:27 739 ნახვა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებულია ერთი პირი. 

თვითმხილველის ინფორმაციით, დაშავებული ქალი კლინიკა მედცენტრში გადაიყვანეს. როგორც ექიმები ამბობენ, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში