თურქეთი სარჩელს შეიტანს ღაზის სექტორში გენოციდის გამო - ერდოღანი

19 ნოემბერი 2023, 14:54 443 ნახვა

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით თურქეთი ღაზის სექტორში გენოციდთან დაკავშირებით შესაბამის ინსტანციებში სარჩელის შეტანას აპირებს. ერდოღანმა ამის შესახებ თურქეთის ეროვნული სტუდენტური კავშირის 62-ე გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, შესაბამის ორგანოებს 2000-ზე მეტ ადვოკატთან ერთად უკვე მიმართეს და დააკვირდებიან პროცესს.

გერმანიაში ვიზიტისას კი ერდოღანმა აღნიშნა, რომ ანკარა ეცდება ''ჰამასის'' ხელში მყოფი მძევლები გაათავისუფლოს, თუკი ბერლინი გადადგამს ნაბიჯს ისრაელის ხელში მყოფი 10 ათასი მძევლის გასათავისუფლებლად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში