"დინამო" ბათუმი საქართველოს ჩემპიონია

24 ნოემბერი 2023, 21:01 870 ნახვა

"დინამო" ბათუმი საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონია.

34-ე ტურის შეხვედრაში ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე "თელავი" 3-0 დაამარცხეს.

ქუთაისში კი "ტორპედომ"  "დინამო" თბილისს ფრედ 2-2 ეთამაშა და დედაქალაქები საჩემპიონო ბრძოლას გამოთიშა.

გასული 34 ტურის შემდეგ "დინამო" ბათუმი 73 ქულას აგროვებს, ხოლო "დინამო" თბილისი 65-ს და დარჩენილ ორ ტურში ბათუმელებისთვის მიუღწევლები არიან.

შეგახსენებთ, რომ "დინამო" ბათუმი ისტორიაში მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი.

ანდრეი დემჩენკოს გუნდს ამ სეზონში მეორე ტიტულის მოპოვების შანსიც ექნება.

6 დეკემბერს "დინამო" ბათუმი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში თბილისის "საბურთალოს" დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში