პარლამენტში განათლების მინისტრის მოუსმენენ

28 ნოემბერი 2023, 14:08 347 ნახვა

როგორ იმუშავა წელს განათლების სამინისტრომ და რითი იწონებს უწყების ხელმძღვანელი თავს?  ანგარიშს გიორგი ამილახვარი დღეს დეპუტატებს ჩააბარებს, რასაც მინისტრის საათის ფორმატი ითვალისწინებს. მას შემდეგ ,რაც მოხსენებას დაასრულებს, მინისტრი ცალკეული დეპუტატის შეკითხვასაც უპასუხებს.

უკვე ცნობილია კითხვების შინაარსი, რომლებზეც პასუხის გაცემა მოუწევს განათლების მინისტრს. ოპოზიციას  აინტერესებს  თავდაცვის კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით ამილახვარის პოზიცია, ასევე  სკოლებში უფასო  კვება და სასკოლო ტენდერებთან მიმართებით რა პოლიტიკა აქვს სამინისტროს.   

რაც შეეხება  უმრავლესობას, ''ქართულ ოცნებაში'' მიაჩნიათ, რომ  უწყების მუშაობა საზოგადეობის ინტერესებსა და გამოწვევებს პასუხობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში