აჭარის მთავრობის სხდომა

28 ნოემბერი 2023, 14:15 370 ნახვა

მიმდინარე წლის კორექტირებული ბიუჯეტი  8 მლნ ლარით, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტი კი 700 მლნ ლარამდეა გაზრდილი - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით,  მომავალ წელს პრიორიტეტული იქნება ისევ   ჯანდაცვა, სოციალური პროგრამები  და ინფრასტრუქტურული პროექტები. იზრდება დაფინანსება  ეკომიგრანტი ოჯახების მხარდაჭერისთვის.  მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, გათვალისწინებულია 240 მლნ ლარზე მეტი ტრანსფერები  მუნიციპალიტეტებზე.  ზრდა არის ყველა მხარჯავი დაწესებულების კუთხითაც. აჭარის მთავრობის სხდომაზე ნარინჯისფერი რთველის სეზონზეც ისაუბრეს.  

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით,  წელს ნაცვლად 15 თეთრისა, მეციტრუსეები მიიღებენ  30 თეთრს სუბსიდიას არასტანდარტულ მანდარინზე.

რაც შეეხება ციტრუსის რთველის მიმდინარეობას, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, უკვე ექსპორტირებულია 3 700 ტონაზე მეტი ციტრუსი. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში