ტანზანიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა

05 დეკემბერი 2023, 10:43 389 ნახვა

ტანზანიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 63-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ქალაქ კატეშს მიაყენა, სადაც რამდენიმე დასახლება დაიმეწყრა. ხელისუფლებამ სტიქიური უბედურების ზონაში 400 მაშველი გაგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში