იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ კვარაცხელიას გოლი საუკეთესოდ აღიარა 

05 დეკემბერი 2023, 11:08 298 ნახვა

იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციამ ხვიჩა კვარაცხელიას მიერ გასულ სეზონში „ატალანტას“ კარში გატანილი ბურთი იტალიის სერია ა-ში 2023 წლის საუკეთესო გოლად აღიარა.

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელს ჯილდო იტალიის წლის ტრადიციულ საფეხბურთო დაჯილდოებაზე გადასცეს, რომელიც მილანში გაიმართა. საუკეთესო ფეხბურთელად ნაპოლის ნიგერიელი ფორვარდი  ოსიმენი დასახელდა.

საუკეთესო გუნდად „ნაპოლი“, ხოლო საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი. კვარაცხელიას პრიზი იტალიის ნაკრებისა და "ნაპოლის" ყოფილმა ფორვარდმა ფაბიო კვალიარელამ გადასცა.

ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა სეზონის სიმბოლურ ნაკრებშიც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში