„ნაციონალური მოძრაობა“ ისევ დატოვეს

07 დეკემბერი 2023, 19:55 508 ნახვა

ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურის და ხობის შემდეგ ‘’ნაციონალური მოძრაობა’’ კასპის რაიონული ორგანიზაციის წევრების ნაწილმაც დატოვა. კასპის საკრებულოს ფრაქცია ‘’ნაციონალურ მოძრაობა’’ რვა დეპუტატიდან ექვსმა, რაიონული ორგანიზაცია კი უმრავლესობამ დატოვა. პარტიის უკვე ყოფილი წევრები აცხადებენ რომ მიზეზი ახალი მენეჯმენტის მიერ შეუსრულებელი დაპირებები და პარტიის დასუსტებაა. როგორც აცხადებენ, მხარს ნიკა მელიას უჭერენ,რჩებიან ოპოზიციაში და არ აპირებენ მანდატებზე უარის თქმას. გიორგი შარიფაშვილის განცხადებით, გააგრძელებენ დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით საქმიანობას ახალი ფრაქციის სახელით ნიკა მელიას გუნდთან ერთად. გამიჯნულებს გორის ორგანიზაციაში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ისინი საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებენ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში