ეროვნული ჩემპიონატი კრივში

13 დეკემბერი 2023, 19:58 1137 ნახვა

დღეს ბათუმში დაიწყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კრივში, რომელიც როგორც დიდებში, ასევე ახალგაზრდებშიც ტარდება. მოკრივეები მსოფლიოს სამოყვარულო კრივის ფედერაციის მიერ დამტკიცებული წონითი კატეგორიების შესაბამისად იასპარეზებენ. გამარჯვებულები საქართველოს ნაკრებს დააკომპლექტებენ, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა რანგის საერთაშორისო შეჯიბრებებში. 2024 წელს პარიზი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს და ქართველი მოკრივეების მთავარი მიზანი სწორედ ოლიმპიური ლიცენზიების მოპოვებაა. შეგახსენებთ, რომ ოლიმპიურ ლიცენზიას უკვე ფლობს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ლაშა გურული, რომელმაც პარიზის საგზური პოლონეთში გამართულ ევროპულ თამაშებზე ვიცე-ჩემპიონის ტიტულთან ერთად მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში