საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

14 დეკემბერი 2023, 19:56 410 ნახვა

დღეს ბათუმში დაიწყო საქართველოს ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც წონის ყველა ლიდერი ასპარეზობს. ნაკრების მწვრთნელებმა დასვენების უფლება მხოლოდ ევროპისა და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ლერი აბულაძეს და ასევე მსოფლიო ჩემპიონს ნუგზარ წურწუმიას მისცეს. 2024 ოლიმპიური წელია და ნაკრების მწვრთნელების განცხადებით, სწორედ ამ ჩემპიონატზე დაკომპლექტდება ის გუნდი, რომელიც სალიცენზიო ტურნირებზე იჭიდავებს. საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში აჭარის ნაკრები 40 ფალავნითაა წარმოდგენილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში