გიორგი ზარია კარიერას ყაზახურ „კაირატში“ გააგრძელებს

27 დეკემბერი 2023, 11:17 640 ნახვა

გიორგი ზარია “დინამო” ბათუმიდან საფეხბურთო კარიერას ყაზახურ „კაირატში“ გააგრძელებს.

ფეხბურთელის დამატების შესახებ “კაირატმა” სოციალურ ქსელში უკვე დაადასტურა. 

ზარიამ ყაზახურ კლუბთან კონტრაქტი 2 წლის ვადით გააფორმა.
გიორგი ზარია 2021 წელს “დინამო” თბილისიდან “დინამო” ბათუმში გადმოვიდა, სადაც 91 შეხვედრაში 15 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ქართველის ახალმა კლუბმა ალმაატის “კაირატმა ” გასულ სეზონში ყაზახეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა. 

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში