კონკურსი ახალგაზრდებისთვის

22 იანვარი 2024, 14:55 432 ნახვა

ქობულეთის მერიამ, 14-29 წლამდე ახალგაზრდებისთვის კონკურსი გამოაცხადა და ახალგაზრდული ორგანიზაციების და საინიციატივო ჯგუფების პროექტების დაფინანსებას იწყებს. განაცხადების მიღება 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება. პროექტისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარია გამოყოფილი. პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელი პირობაა, რომ კონკურსანტი ცხოვრობდეს და რეგისტრირებული იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ასევე ღია კონკურსია გამოცხადებული ფესტივალების, კონკურსების, გამოფენების და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისთვის, აუცილებელი პირობაა კონკურში გამარჯვებულმა პროექტი, მხოლოდ ქობულეთის ტერიტორიაზე განახორციელოს. რაც შეეხება ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის ხელშეწყობისათვის გამოცხადებულ კონკურს, პროექტში მონაწილეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ პირს შეუძლია. სამივე პროგრამისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 210 ათასი ლარი გამოყოფილი.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში