მეციტრუსეების აქცია

26 იანვარი 2024, 14:34 795 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა ჩაქვში. სოფელ ჩაისუბანში მეციტრუსეები სოფლის მეუნეობის სამინისტროსგან ყურადღებას ითხოვენ. ამბობენ, რომ წელს მანდარინის დაბალი ფასის გამო ვერც მოკრიფეს და მოკრეფილის რეალიზაციასაც ვერ ახერხებენ.

აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდა ნაციონალური მოძრაობის წევრი ბონდო თედორაძე, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს ეხმაურება და ამბობს, რომ სამინიტროს სტატისტიკა ციტრუსის ფასთან და რეალიზაციის მასშტაბებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.   

სოფლის მეურნობის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშიაში კი ვკითხულობთ, რომ დღეის მდგომარეობით აჭარიდან ექსპორტირებულია 25 მილიონ 363 ათასი დოლარის ღირებულების 39  ათას 655 ტონა ციტრუსი. 12  ათას ტონაზე მეტი კი  გადამუშავებულია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში