კიბერუსაფრთხოების ფორუმი

10 ნოემბერი 2025, 11:43 73 ნახვა

კომუნიკაციების კომისიის მედიალაბისა და სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის ორგანიზებით ღონისძიება მეორედ ჩატარდა. წლევანდელი ღონისძიების თემა ხელოვნური ინტელექტი იყო, რომლის გარშემოც შედგა დისკუსიები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებმა მოამზადეს  პრეზენტაციები ხელოვნური ინტერექტის უსაფრთხო გამოყენების, მათ შორის ციფრული ჩვევების ახალი რეალობის შესახებ.

განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი: კომფორტი თუ საფრთხე, ასევე   იმსჯელეს ხელოვნური ინტელექტის მავნე გამოყენების შესახებ,  დიფფეიკისა და მანქანური სწავლების ალგორითმებისა და კლასიფიკაციების შესახებ. ფორუმის მიზანია კიბერუსაფრთხოების სფეროში სტარტაპებისა და ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციების გაძლიერება, ასევე და ამ მიმართულებით, მათი წარმომადგენლების ცნობიერების ამაღლება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე