ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა

10 ნოემბერი 2025, 10:37 111 ნახვა

ინდონეზიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თორნიკე ნოზაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ინდონეზიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, პრაბოვო სუბიანტოსს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია ქ. ჯაკარტაში, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებსა და საქმიან კავშირებზე ისაუბრეს და  სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შემდგომი განმტკიცების მზაობა გამოთქვეს.

სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს ელჩმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან საქართველოსა და ინდონეზიის ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 კონკურსი მაუწყბელის დირექტორის პოზიციაზე